სამხრეთ ნაკადის მილსადენთან დაკავშირებული უთანხმოება გრძელდება

124563
სამხრეთ ნაკადის მილსადენთან დაკავშირებული უთანხმოება გრძელდება

ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამხრეთ ნაკადის მილსადენთან დაკავშირებული უთანხმოება გრძელდება.

ევროკავშირის მიერ მშენებლობის შეჩერების თაობაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ რუსეთი იმ ქვეყნებზე, სადაც მილსადენმა უნდა გაიაროს, პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს.

ავსტრიისა და უნგრეთის შემდეგ რუსეთთან ერთად პროექტში ჩართვის თაობაზე განცხადება სერბეთმაც გააკეთა.

რუსეთი ევროკავშირის ქვეყნების ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების ჯერ კიდევ ერთ მესამედ აკმაყოფილებს.

სამხრეთ ნაკადის პროექტით, რომელიც გვერდს უვლის უკრაინას, ევროპაში რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტი 25%-ით გაიზრდება.

ევროკავშირის კომისია და აშშ, რომლებსაც ბუნებრივი აირის კუთხით რუსეთზე ასეთი დამოკიდებულება არ სურთ, პროექტს მკაცრად ეწინააღმდეგებიან.

ევროკავშირმა მშენებლობის შეჩერების თაობაზე განცხადება გაავრცელა და ამ თემაზე რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერა.

რუსეთი აცხადებს, რომ ამერიკა კომერციული მოტივებით მოქმედებს და ევროპის ბუნებრივი აირის ბაზრის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, კავშირის ზოგიერთი წევრი და კანდიდატი ქვეყანა სამხრეთ ნაკადის მხარდაჭერას აგრძელებს.

ბულგარეთმა, რომელმაც პროექტიდან გასვლის განცხადება გააკეთა, მოგვიანებით ეს განცხადება უარყო და პრემიერმა პლამენ ორეშარსკიმ აღნიშნა, რომ „თუ მათ მიერ პროექტზე უარის თმა სურთ, მაშინ მათ ალტერნატივა უჩვენონ“.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ სერბეთმა კი გუშინ წინ რუსეთთან ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისათვის 2 მილიარდი ევროს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. სლოვენიამ კი განაცხადა, რომ მათი სურვილია მილსადენმა სლოვენიის ტერიტორიაზე გაიაროს. 

პროექტს მხარს უჭერენ ავსტრია და უნგრეთი, ხოლო იტალიამ კი განაცხადა, რომ პროექტის გასაგრძელებლად ყველა ხერხს მიმართავს.

სამხრეთ ნაკადის პროექტი, რომლის მეშვეობითაც წელიწადში 63 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის გატარება იგეგმება, ბულგარეთს, სერბეთს, უნგრეთს, სლოვენიას, ავსტრიას მოიცავს და იტალიამდე აღწევს.

ევროკავშირი აცხადებს, რომ მილსადენისათვის ხელის შესაშლელად შესაძლოა კავშირის წესები აამოქმედოს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები