"THY"-ს თვითმფრინავები ბორდოშიც იფრენენ
კვირაში ოთხი რეისი შესრულდება
93677
თურქეთის საჰაერო ფლოტის, “THY“-ს თვითმფრინავები დღესდღეობით მსოფლიოს 106 ქვეყნის ასობით ქალაქში ასრულებენ ფრენებს და მათ რიცხვს გუშინ კიდევ ერთი შეემატა. სტამბოლიდან აფრენილი “THY“-ს სამგზავრო თვითმფრინავი საფრანგეთის ქალაქ ბორდოს აეროპორტში დაეშვა და ამით ბორდო გახდა ამ ქვეყანაში მეექვსე ქალაქი, რომელშიც რეგულარულად იფრენენ “THY“-ს თვითმფრინავები. აქამდე თურქული თვითმფრინავები საფრანგეთის ხუთ ქალაქში, პარიზში, ლიონში, ნიცაში, ტულუზასა და მარსელში დაფრინავდნენ. ბორდოში რეისები კვირაში ოთხჯერ, ორშაბათობით, ოთხშაბათობით, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება, ხოლო ბილეთების ღირებულება 99 ევროდან დაიწყება