უკრაინას კრედიტი დაუმტკიცდა

62123
უკრაინას კრედიტი დაუმტკიცდა


თუმცა სსფ მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას მოითხოვს

უკრაინას კრედიტი დაუმტკიცდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისათვის გამოყოფილი 17 მილიარდი დოლარის მოცულობის კრედიტი დაამტკიცა, თუმცა სსფ გადასახადებისა და ენერგო ფასების გაზრდის მსგავსი მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას მოითხოვს. 17 მილიარდ დოლარს ქვეყანა 2 წლის მანძილზე ნაწილ-ნაწილ მიიღებს. 3,2 მილიარდი დოლარის მოცულობის ნაწილს უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცემენ, ხოლო კრედიტის დარჩენილი ნაწილის მისაღებად რეგულარულად შემოწმდება უკრაინის მთავრობის მიერ რეფორმების გატარების პროცესი. მარტში უკრაინამ იმისათვის, რომ კრედიტის დამტკიცება მომხდარიყო, ნავთობის ფასი 50%-ით გაზარდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები