უცხოური პრესა 31.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1700060
უცხოური პრესა 31.08.2021

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აბუ-დაბის მემკვიდრე უფლისწული მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი,  არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და თურქეთის ურთიერთობების გაუარესების შემდეგ, პირველად ეწვია ანკარას და შეხვდა რეჯეფ თაიპ ერდოღანს

იორდანიული ელ-დუსტური: უსაფრთხოების ძალების აზრით, ლიბანში სოციალური აფეთქება გარდაუვალია

კატარული ალ-რაია: გაეროს ანგარიშის თანახმად, რომელიც აფიქსირებს ისრაელის დარღვევებს იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე, 2021 წელს ოკუპანტების ტყვიებით უკვე 55 პალესტინელი დაიღუპა

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიამ,  2021 წლის პირველ 6 თვეში, 47,400 თავშესაფრის მაძიებელი მიიღო

ტაგესშაუ.დე: გერმანიაში ინფლაციის დონემ, ბოლო 28 წლის ყველაზე უმაღლეს დონეს მიაღწია. შესაბამისად, აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელმა 3.9 პროცენტი შეადგინა

ავსტრიული ვაინერ ცაიტუნგი: ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უკანასკნელად შეხვდა ბერლინში. მათი ურთიერთობა ყოველთვის ცივი იყო

ესპანური ელ პაისი: ავსტრია და პოლონეთი ხელმძღვანელობენ ევროკავშირის იმ მძიმე ფრთას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ავღანელი ლტოლვილების მიღებას

ელ კომერსიო (პერუ): აშშ-მა  ავღანეთი 20 წლიანი ომის შემდეგ დატოვა და ქვეყანა თალიბანებს გადააბარა

ლა ჟორნადა (მექსიკა): მექსიკაში ჯანმრთელობის რისკებისგან დაცვის ფედერალურმა კომისიამ, დადებითად შეაფასა კუბური ვაქცინა "აბდალა"

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ:  რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია: "ჩვენ თავი შეიკავეთ გაეროს უშიშროების საბჭოს ავღანეთის შესახებ რეზოლუციისგან."

საინფრომაციო სააგენტო ტასსი: ხე-ტყის ჩინეთში კონტრაბანდის ბრალდებით, რუსეთის ირკუტსკის ოლქში მოქმედი 1 კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი აღიძრა

გაზეთი იზვესტია: უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა, მისი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის მეხუთე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია

ფრანგული ლე მონდი: 20 წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ, ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცებმა  ქაბული დატოვეს

ლე ფიგარო: სამხრეთ აფრიკაში მეცნიერები კოვიდ-19–ის ახალ ვარიანტს, უჩვეულო მუტაციის მაჩვენებლით, თვალყურს ადევნებენ

ლე მატინი (შვეიცარია): კოვიდ-19: აშშ-ს ადმინისტრაციამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს „არ იმოგზაურონ შვეიცარიაში“



მსგავსი ინფორმაციები