უცხოური პრესა 17.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1692453
უცხოური პრესა 17.08.2021

იორდანიული გაზეთი ალ-დუსტური: გაეროს განცხადებით, პალესტინელი ბავშვები იმსახურებენ არა მხოლოდ განათლების მიღებას, არამედ მყარ და გარანტირებულ უსაფრთხოებასაც

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიცვა თავის გადაწყვეტილება ჯარის გაყვანის თაობაზე და  თალიბანის წინსვლაში კი, ავღანეთის არმია დაადანაშაულა

კატარული ალ-ჯაზირა: ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანის განცხადებით, თალიბებს არ ექნებათ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აშშ-ში არსებულ რეზერვებზე წვდომა

გერმანული პორტალი ბილდ.დე: მართალია გერმანული სამხედრო თვითმფრინავი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დაეშვა, მაგრამ, მათ მხოლოდ 7 ადამიანის გადარჩენა შესძლეს

დოიჩე ველე: გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეფასება ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე: "მტკივნეულია, დრამატულია, საშინელია."

ჰანდელსბლატ.დე: აშშ-ის პრეზიდენმა ჯო ბაიდენმა დაიცვა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ამერიკელ ჯარებზე თავდასხმის შემთხვევაში თალიბანს მიეცემა სწრაფი და ძლიერი სამხედრო პასუხი

ფრანგული ფიგარო:  საფრანგეთის ვარის რეგიონში, ასობით მეხანძრე-მაშველი ებრძვის ტყის ხანძარს

ლე მონდი: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ავღანეთიდან არალეგალი მიგრანტების ნაკადს შეეწინააღმდეგებიან

ლე პარიზიენი: ავღანეთში მყოფი ფრანგი ჯარისკაცების დამხმარე მთარგმნელები: "ჩვენ დავეხმარეთ ფრანგებს, ახლა ისინი უნდა დაგვეხმარონ."

ესპანური ელ მუნდო: ესპანეთის ავღანური თავგადასავლის ბალანსი: 102 დაღუპული და 3 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური ზარალი

ელ პაისი: კოვიდ-19 ეპიდემიის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი ესპანეთში, ზაფხულის თვეებში ნახევრამდე შემცირდა

ელ ნასიონალი (ვენესუელა): ვენესუელაში კოვიდ-19–ის საწინააღმდეგოდ, მოსახლეობის მხოლოდ 7% არის აცრილი

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა 2021-2024 წლების ახალი ანტიკორუფციული გეგმა

საინფრომაციო სააგენტო ტასსი: დღეს  სტამბულში იხსნება მსოფლიო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა სახელწოდებით “IDEF-21“

კომსომოლსკაია პრავდა: ევროპარლამენტი: "ავღანეთში შექმნილი პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას რუსეთი და ჩინეთი შეეცდებიან."



მსგავსი ინფორმაციები