თურქული პრესა 16.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2140215
თურქული პრესა 16.05.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ პარლამენტში, მმართველი, სამართლისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან სიტყვით გამოსვლის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ჰამასის შესახებ. პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „არ იფიქროთ, რომ ისრაელი ღაზაში გაჩერდება. თუ ეს რქიანი სახელმწიფო არ შეჩერდება, ისინი ადრე თუ გვიან ანატოლიას მიმართავენ ‘აღთქმული მიწის’ ილუზიით. ჰამასი არის ანატოლიის წინა ხაზის დაცვა. ნუთუ ამას ვერ ხვდებით?“

გაზეთი, „Sabah“-ი ფიდან-ბლინკენს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა. დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ფიდანმა ბლინკენთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ისრაელის შეტევა რაფაზე მიუღებელია.

გაზეთი, „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „ჩვენ ვაცოცხლებთ ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან. ამ მიზნით ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა“.

გაზეთ, „Star“-ის მიხედვით, საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch-მა გამოაცხადა, რომ თურქეთის სასესხო კაპიტალის ბაზრები აღორძინდა ინვესტორების ნდობის გაუმჯობესებით.

გაზეთი, „Haber Türk“-ი წერს, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ გუშინდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ რიზე-ართვინის აეროპორტი, რომელიც 2022 წლის 14 მაისს გაიხსნა, დღემდე, 1 მილიონ 927 ათას 680 მგზავრმა ისარგებლა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები