თურქული პრესა 15.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2139703
თურქული პრესა 15.05.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ალბანეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთსა და კოსოვოში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რეგიონის ხალხის ყველაზე პოპულარული ლიდერია.

გაზეთი, „Hürriyet“-ი ჰაქან ფიდანის, ისრაელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ოკუპანტი ძალაა და დაამატა: „ომი აქ (ღაზაში) არ დაწყებულა მოულოდნელად“. ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ, წინააღმდეგობის მოძრაობაა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა, თურქეთ-აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქმენეთის ბუნებრივი აირის თურქეთში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ტრანსპორტირებაზე განაცხადა: „ამ ზამთარში ნახიჩევანის ბუნებრივი აირი მიწოდებული იქნება თურქეთის გავლით. ჩვენ ვგეგმავთ ამ ხაზის (იღდირ-ნახიჩევანის) ექსპლუატაციაში შეყვანას უმოკლეს ვადაში.“

გაზეთი, „Star“-ი მეჰმედ ფათიჰ ქაჯირის შეფასებებს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ თურქეთი 2023 წლის მონაცემებით 24 მეტრის და ზემოთ იახტების შეკვეთით მსოფლიოში მე-4 ადგილზე გავიდა.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ TÜRKSAT 6A აშშ-ში ივნისის დასაწყისში გაიგზავნება და დაამატა: „ჩვენი პროგნოზით ის ორბიტაზე გაშვებული იქნება 8-დან 14 ივლისამდე“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები