თურქული პრესა 14.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2139194
თურქული პრესა 14.05.2024

თურქული პრესა 14.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: "ერდოღანი: მიცოტაკისთან ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მიიღო. შეხვედრის შემდეგ ორმა ლიდერმა პრესკონფერენცია გამართა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა. პრობლემებს დიალოგით მოვაგვარებთ“. მიცოტაკისმა კი თქვა: „საბერძნეთი მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაში წვლილის შეტანას“.

Yeni Şafak: "ჰამასიზე პასუხი ერდოღანისგან მიცოტაკისს“

მას შემდეგ, რაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მიცოტაკისმა ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, პრეზიდენტმა ერდოღანმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს თვალებში ჩახედა და ჰამასზე ისაუბრა. „ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია. ეს არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომელიც იცავს თავის მიწებს”. მისივე თქმით, ჰამასის ათასზე მეტ წევრს თურქეთში მკურნალობენ.

Star: „ტუნისელმა ისტორიკოსმა ერდოღანი შეაქო“

თურქეთისა და ოსმალეთის შესახებ სამუშაოებით ცნობილმა ტუნისელმა ისტორიკოსმა პროფესორმა აბდულჯელილ თამიმმა განაცხადა, რომ ‘პრეზიდენტი ერდოღანი განსაკუთრებული პიროვნებაა’. თამიმმა თქვა: „ერდოღანი თურქეთისა და ისლამური სამყაროს სიამაყეა. ხალხმა რომ იცოდეს ერდოღანის იდეებისა და თეორიების ღირებულება, ისინი ამას ვერ დაიჯერებდნენ“.

Haber Türk: „თურქეთის ეკონომიკური პროგრამისადმი ნდობა იზრდება“

გარე დაფინანსებაზე წვდომა იზრდება თურქეთის ეკონომიკური პროგრამისადმი ნდობის გამო. ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა განაცხადა, რომ თურქეთის სავალუტო რეზერვების გაუმჯობესება საგარეო დაფინანსების შემოდინების პოზიტიური პერსპექტივით გაგრძელდება.

Sabah: "თომბიქ დონერი მსოფლიოს საუკეთესო სენდვიჩია"

თურქული სამზარეულო აერთიანებს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ არომატებს. ონლაინ სამოგზაურო გზამკვლევმა Taste Atlas-მა, რომელიც აფასებს მსოფლიოს არომატებს, მიღებული შეფასებების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო სენდვიჩების სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც თურქული არომატი თომბიქ დონერია. მეტიც, სიის ტოპ 20-ში არის თურქეთის სხვა არომატებიც.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები