თურქული პრესა 08.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2136749
თურქული პრესა 08.05.2024

თურქული პრესა 08.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: „პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვები ბერძნულ პრესაში“

პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გუშინწინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა საბერძნეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ფართო გამოხმაურება გამოიწვია ბერძნულ პრესაში. პოზიტიურ გზავნილებზე ყურადღების გამახვილებით ბერძნული პრესა წერდა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ბოლო განცხადებას საბერძნეთის მიმართ მეგობრობის ჟესტზე ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს.

Hürriyet: „გარას რაიონში საჰაერო ოპერაციით 2 ტერორისტი განეიტრალდა“

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყის ჩრდილოეთში, გარას რაიონში აღმოჩენილი PKK-ის 2 ტერორისტი საჰაერო ოპერაციით განეიტრალდა.

Yeni Şafak: „მეორე თურქი ასტრონავტი ფრენისთვის ემზადება“

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა ასტრონავტ ტუვა ჯიჰანგირ ათასევერის კოსმოსურ მოგზაურობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ქაჯირმა თქვა: „ჩვენი ასტრონავტის ქვეორბიტალური კვლევითი ფრენა განხორციელდება 2024 წლის 8 ივნისს, აშშ-ში ნიუ-მექსიკოს შტატში მდებარე კოსმოსური პორტის ობიექტებიდან.

Vatan: „თურქეთში საკრუიზო ტურიზმი იზრდება“

საკრუიზო ტურიზმის ფარგლებში იანვარში, თებერვალსა და მარტში თურქეთში 50 გემით 61 ათას 113 მგზავრი ჩავიდა. პორტი, სადაც ყველაზე მეტი საკრუიზო გემი და მგზავრი შევიდა წლის პირველ 3 თვეში, ქუშადასი იყო.

Sabah: „თურქეთის 54 პროვინციიდან ექსპორტი გაიზარდა“

ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-აპრილის პერიოდში 17 პროვინციიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტი გაიზარდა 54 პროვინციიდან. აპრილში ყველაზე მეტი ექსპორტი სტამბოლიდან განხორციელდა და მან 4 მილიარდ 75 მილიონი დოლარი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები