თურქული პრესა 06.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2135729
თურქული პრესა 06.05.2024

თურქული პრესა 06.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yenişafak: "ფიდანი: თუ ჩვენ არ წავალთ ორ სახელმწიფოიან გადაწყვეტაზე, ეს არ იქნება ღაზის ბოლო ომი"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ტელევიზია Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: ”თუ ჩვენთვის ეს ტრაგედია (ღაზაში) გაკვეთილი არ იქნება, თუ ჩვენ არ წავალთ ორ სახელმწიფოიან გადაწყვეტაზე, ეს არ იქნება ბოლო ღაზის ომი. სხვა ომები და ცრემლები გველოდება“.

Hürriyet: "გაიგზავნა მე-11 გემი, რომელიც ღაზაში დახმარებას ჩაიტანს"

წითელი ნახევარმთვარისა და AFAD-ის მიერ ერთობლივად განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციის ფარგლებში, მერსინის პორტიდან ღაზაში გაიგზავნა ახალი „სიკეთის გემი“, რომელიც სულ 5 ათას 66 ტონა ჰუმანიტარული დახმარებითაა დატვირთული“.

Sabah: "ჩვენ ევროპაში მე-4 ადგილზე ვართ საერთაშორისო ინვესტიციების მიხედვით"

პრეზიდენტის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელმა ბურაქ დაღლიოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი შარშან მოზიდული საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებით ევროპაში მე-4 ადგილზე ავიდა და დაამატა: „თურქეთი ინვესტორებისთვის გამორჩეული ადგილი გახდა თავისი სტრატეგიული მდებარეობითა და ძლიერი საინვესტიციო გარემოთი“.

Star: "მათ თავიანთი ყველაზე დიდი პროექტები თურქეთს ანდეს"

ცენტრალური ევროპის ქვეყანამ სლოვენიამ თავისი ყველაზე სტრატეგიული გიგანტური პროექტი „დივაკა-კოპერის სარკინიგზო პროექტი“, 600 მილიონი ევროს საინვესტიციო ღირებულებით, თურქეთს მიანდო. პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2026 წელს იგეგმება.

Habertürk: "ახალი ლოგო Türksat 6A-სთვის"

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ Türksat 6A-ს წარმოებისა და ტესტირების პროცესები წარმატებით დასრულდა და ის ივნისში აშშ-ში, ფლორიდაში, Space-X-ის ცენტრში გაიგზავნება. მისივე თქმით, მათ თურქეთის პირველი შიდა და ეროვნული საკომუნიკაციო თანამგზავრი Türksat 6A-ს ლოგო შეარჩიეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები