თურქული პრესა 03.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2135144
თურქული პრესა 03.05.2024

თურქული პრესა 03.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Sabah: "ერდოღანი: ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ რასისტულ თავდასხმებზე გერმანიაში"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სოლინგენში მომხდარი თავდასხმა, რის შედეგადაც თურქული წარმოშობის 4 ადამიანი დაიღუპა. ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ისაუბრა და დაამატა: „ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ ამ ამაზრზენი მოვლენების წინაშე, საქმეს თვალურს მივადევნებთ“.

Haber Türk: "ისლამოფობიის შესახებ გაფრთხილება ერდოღანისგან დასავლეთს"

პრეზიდენტმა დასავლეთში ისლამის მიმართ მზარდ მტრულ დამოკიდებულებაზე მიუთითა და თქვა: „სირცხვილი და სკანდალია, რომ ულტრამემარჯვენე მოძრაობებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში თავად სახელმწიფო იცავს“. პრეზიდენტის თქმით, დასავლეთში მუსლიმებსა და ემიგრანტებზე თავდასხმებს გამოძიების ეტაპზეც კი ხელს აფარებენ.

Hürriyet: "ერდოღანი, აშშ ღაზის აქტივისტებს ლინჩის წესით ასამართლებს"

პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკრიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ისრაელის წინაარმდეგ პროტესტის გამომხატველთა მიმართ ძალადობა და თქვა: „ზოგიერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის კეთილსინდისიერი სტუდენტები და მეცნიერები ხოცვა-ჟლეტას აპროტესტებენ. მათზე ხდება ძალადობა და წამება. რექტორებს და მეცნიერებს ათავისუფლებენ და მათ ლინჩის წესით ასამართლებენ“.

Star: "თურქეთის გადაწყვეტილება ისრაელის წინააღმდეგ მსოფლიო  პრესაშია"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთმა გადაწყვიტა ჩაერთოს სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში საერთაშორისო სასამართლოში. მინისტრ ფიდანის განცხადებებს მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Yeni Şafak: "კრიტიკული ნაბიჯი თურქეთსა და ერაყს შორის"

ერაყის მესაზღვრეები თურქეთის საოპერაციო ტერიტორიებთან ახლოს საბაზო ტერიტორიებს ქმნიან. ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მუშაობა გაგრძელდება ერაყსა და ჩვენს ქვეყანას შორის კოორდინირებულად, რათა თავიდან იქნას აცილებული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის საქმიანობა“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები