თურქული პრესა 02.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2134387
თურქული პრესა 02.05.2024

თურქული პრესა 02.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: „ერდოღანის 1 მაისის შრომისა და სოლიდარობის დღის მილოცვა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 1 მაისის შრომისა და სოლიდარობის დღის მისალოცი გზავნილი გაავრცელა. მან გუშინ სოციალურ ქსელში გაკეთებულ თავის პოსტში მშრომელებს მიმართა: „გილოცავთ 1 მაისს, შრომისა და სოლიდარობის დღეს, რომელიც აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. მივესალმები ჩემს მუშა და მშრომელ ძმებსა და დებს, რომლებიც ალალად მოიპოვებენ საზრდოს“.

Hürriyet: „საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი: ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავერთოთ ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ გენოციდის საქმეში“

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გუშინ ანკარაში ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარსუდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა. მან თქვა: „პირველად მინდა აქ გამოვაცხადო. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავერთოთ სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში“.

Vatan: „ჯევდეთ ილმაზი უზბეკეთის პრეზიდენტს მირზიოევს შეხვდა“

ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი უზბეკეთში პრეზიდენტ შევქეთ მირზიოევს შეხვდა, სადაც ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიცე-პრეზიდენტმა ილმაზმა თქვა: „ჩვენ გავაგრძელებთ არსებული მეგობრობისა და ძმობის განმტკიცებას უზბეკეთთან ჩვენი საერთო ისტორიული და კულტურული კავშირების ფარგლებში დევიზით „ერთობა ენაში, აზროვნებაში და მუშაობაში“.

Sabah: „შავ ზღვაში ბუნებრივი აირის შემდეგ ნავთობი“

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა თურქეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიზანთან დაკავშირებით საინტერესო განცხადებები გააკეთა და ახალი სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. მინისტრმა ბაირაქტარმა თქვა: "ივნისში საქარიას გაზის საბადოს სამხრეთით ნავთობის ჭაბურღილს გავაკეთებთ. ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ ლოკაციები სინოპის, ტრაპიზონისა და რიზეს სანაპიროებთან“.

Haber Türk: „საკრუიზო გემებით შემოსული ტურისტების რაოდენობამ 61 ათასს გადააჭარბა“

თურქეთში შემოსული საკრუიზო გემების მგზავრთა რაოდენობა, თურქეთიდან სხვა ქვეყნებში მიმავალი ტრანზიტული მგზავრების ჩათვლით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 79,15 პროცენტით გაიზარდა და 61 ათას 113-ს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები