თურქული პრესა 18.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2116564
თურქული პრესა 18.03.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზაში საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი გენოციდი მოხდა და თქვა: „საერთაშორისო ინსტიტუტები და ორგანიზაციები კიდევ ერთხელ უმოქმედონი აღმოჩნდნენ ღაზაში. მოდით ვაღიაროთ, რომ ისლამურმა სამყარომ ამ პროცესში არც ისე კარგად გაიარა გამოცდა.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იაშარ გიულერის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა თქვა: „წარსულში განხორციელებული შეზღუდული მიზანმიმართული და დროული ოპერაციების ნაცვლად, დღეს ჩვენ დიდ დარტყმას ვაყენებთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, უწყვეტი და ყოვლისმომცველი ოპერაციების განხორციელებით, ტერორიზმის განადგურების სტრატეგიით. არავის არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ჩვენი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ტერორიზმთან ბრძოლა გაგრძელდება მტკიცედ და მონდომებით“.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ბერძნულმა ინტერნეტ საიტმა In.gr-მ, რომელმაც ზედმიწევნით შეისწავლა თურქეთის მიერ წარმოებული იარაღი, ღირსშესანიშნავი ანალიზი გააკეთა. In.gr საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ ანალიზში წერს: „თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმოებამ არაერთხელ აჩვენა თავისი სამხედრო ძალა. თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა არაერთხელ  დატოვეს კვალი ბრძოლის ველებზე“.

გაზეთი „Star“-ი ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ თურქეთი მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ღრმა ზღვის საბურღი და სეისმური გემების ფლოტით ათეულში შედის  და თქვა, რომ 2024 წელს, კვლევის წლად გამოაცხადებენ.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ გერმანელი ტურისტების რაოდენობამ, რომლებმაც ანტალიაში ჯავშნები გააკეთეს აპრილის შემდგომ პერიოდში, 1,5 მილიონს გადააჭარბა. ტურიზმის პროფესიონალები ვარაუდობენ, რომ გერმანელები პირველად 4 მილიონს გადააჭარბებენ და რუსებს უკან ჩამოიტოვებენ.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები