თურქული პრესა 26.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1991027
თურქული პრესა 26.05.2023

თურქული პრესა 26.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yenişafak: "100 მილიონი დოლარის საექსპორტო წარმატება ANKA-სგან"

თურქეთის საჰაერო კოსმოსური ინდუსტრია (TUSAŞ) მალაიზიაში 3 ANKA-ს (უპილოტო საჰაერო ხომალდის) სისტემას დაახლოებით 100 მილიონ დოლარად გაიტანს.

Sabah: "მინისტრი დონმეზი: ჩვენ მეხუთე ვართ ევროპაში და მსოფლიოში მეთორმეტე"

განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დონმეზმა თქვა: "ჩვენ მე-5 ვართ ევროპაში და მე-12 მსოფლიოში. ამჟამად ჩვენი დაყენებული ენერგიის 55 პროცენტი უზრუნველყოფილია განახლებადი ენერგიის წყაროებით."

Star: "ბუნებრივი აირის თაობაზე განცხადება ირანიდან"

ირანის ბუნებრივი გაზის ეროვნული კომპანიის (NIGC) გენერალურმა დირექტორმა მეჯიდ ჩეგენიმ განაცხადა, რომ თუ მისი ქვეყანა ბუნებრივ აირს გაიტანს ევროპაში, ისინი ამას თურქეთის გავლით გააკეთებენ.

Hürriyet "ლურჯი დროშის მქონე პლაჟების რაოდენობამ 551-ს მიაღწია"

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის „ლურჯი დროშის“ ჯილდოები „ლურჯი დროშის“ საერთაშორისო ჟიურიმ გამოაცხადა. შესაბამისად, წელს „ლურჯი დროშა“ თურქეთში 551 პლაჟზე, 23 მარინაზე (იახტების პორტი), 14 ტურისტულ გემზე და 10 ინდივიდუალურ იახტაზე იქნება.

Habertürk: "თურქულმა თაფლმა 4 თვეში 13,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა"

თურქეთიდან თაფლის ექსპორტმა იანვარ-აპრილის პერიოდში 13 მილიონ 468 ათას დოლარს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები