EUISS-ი თურქეთის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

EUISS-ი თურქეთის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

2140669
EUISS-ი თურქეთის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტმა (EUISS) განაცხადა, რომ თურქეთს აქვს მნიშვნელოვანი ძალა ოთხ კრიტიკულ რეგიონში.

პარიზში დაფუძნებული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით „თურქეთის ბარათები მსოფლიოში“ შესწავლილია თურქეთის ეფექტურობა დასავლეთ ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთის კვალი სხვადასხვა რეგიონში გაფართოვდა და დაფიქსირდა მზარდი ეფექტურობა განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთი არის ძლიერი მოთამაშე ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და დიპლომატიის სფეროებში ოთხ კრიტიკულ რეგიონში და ყურადღება გაამახვილა მის მზარდ პოზიციებზე გლობალურ დონეზე და მის ფართო დიპლომატიურ ქსელზე.

ანგარიშის მიხედვით, ეფექტურობასთან დაკავშირებით დიპლომატიის გარდა, ასევე აღინიშნა ისეთი ინსტიტუტების როლი, როგორიცაა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა (TRT), სააგენტო ანადოლუ, (AA), თურქეთის ავიახაზები, (THY), თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA), მაარიფის ფონდი და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი.

მეორეს მხრივ, ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია თავდაცვის ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებზე.



მსგავსი ინფორმაციები