ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 47 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 47 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

2140746
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 47 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად ბოლო ერთ კვირაში 47 ტერორისტი განეიტრალდა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ყოველკვირეული პრესსაინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც  მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ ბოლო მონაცემები იქნა გაჟღერებული.

შესაბამისად, ბოლო ერთ კვირაში სირიასა და ერაყში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში, 47 ტერორისტი განეიტრალდა. რაც შეეხება, 2024 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული, სირიის და ერაყის ჩრდილოეთში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობამ ათასი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, PKK-ის კიდევ ორი ​​ტერორისტი, რომლებიც გადამწყვეტი ოპერაციების შედეგად გაიქცნენ ჩრდილოეთ ერაყის თავშესაფრებიდან, ჩაბარდნენ თურქ სამართალდამცველებს ჰაბურის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.



მსგავსი ინფორმაციები