სტამბოლში სასამართლო შენობის წინ ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს

სტამბოლში სასამართლო შენობის წინ ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს

2098454
სტამბოლში სასამართლო შენობის წინ ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს

სტამბოლში, ჩაღლაიანის სასამართლოს შენობის წინ საკონტროლი პუნქტზე 2 ტერორისტი გაანეიტრალეს, რომლებმაც ტერორისტული თავდასხმის მოწყობა სცადეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთის დროით 11:46 საათზე სტამბოლის ჩაღლაიანის სასამართლოს წინ მდებარე საკონტროლო პუნქტზე თავდასხმა განხორციელდა.

მინისტრმა იერლიკაიამ განაცხადა, რომ 2 ტერორისტის, რომელთაგან ერთი იყო DHKP/C-ის წევრი ქალი, ლიკვიდაცია მოხდა.

"(თავდასხმის შედეგად) დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი. ვულოცავ ჩვენს გმირ პოლიციელებს. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს“. - თქვა მინისტრმა.

მომხდარზე გამოძიება რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები