ფაჰრეთინ ალთუნი "TRT World Forum 2023"-ის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

ფაჰრეთინ ალთუნი "TRT World Forum 2023"-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დეზინფორმაციას შეეხო

2074483
ფაჰრეთინ ალთუნი "TRT World Forum 2023"-ის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

კომუნიკაციების დირექტორმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ მათ ისრაელის ასობით ტყუილი ამხილეს.

ფაჰრეთინ ალთუნი "TRT World Forum 2023"-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დეზინფორმაციას შეეხო.

ალთუნმა განაცხადა, რომ როგორც გლობალური პანდემიის, ყარაბაღის ომის, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ასევე ისრაელის მიერ 7 ოქტომბრიდან დღემდე სისტემატიურ ჩაგვრაში, ხოცვა-ჟლეტასა და გენოციდში, სწორი სტრატეგიული საკომუნიკაციო სვლებით გამოჩნდა, რომ შესაძლებელია დეზინფორმაციის, გლობალური და რეგიონალური ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, შხამიან ინსტრუმენტად გადაქცევისთვის ხელის შეშლა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელი ჩვილების, ბავშვების, ქალების, მოხუცების და ჩაგრულების გვერდით ღაზაში ეძებს სიმართლის მოკვლის გზებს, ისრაელი სისტემატურად ავრცელებს ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციებს, რათა დამალოს სისასტიკე და გენოციდური ხოცვა-ჟლეტა და აგრძელებს მის გავრცელებას.

ალთუნმა დასძინა, რომ მათ შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ისრაელის დეზინფორმაციული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად და დაამატა: "ჩვენ ვამხილეთ ისრაელის ასობით სიცრუე. ჩვენ გამოვამჟღავნეთ ისრაელის ტყუილი როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, გავიზიარეთ რეალური ინფორმაცია. ყოველმა მხილებამ კიდევ უფრო გააღრმავა ლეგიტიმურობის კრიზისი, რომელსაც ისრაელი განიცდის“.

 

 


საკვანძო სიტყვები: #TRT World Forum 2023

მსგავსი ინფორმაციები