პრეზიდენტმა ერდოღანმა 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა ერდოღანმა 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

2030833
პრეზიდენტმა ერდოღანმა 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 30 აგვისტოს მთავარსარდლის ბრძოლა იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გარდამტეხი მომენტი თურქი ერის საუკუნეების მანძილზე გადარჩენისთვის ბრძოლაში.

პრეზიდენტმა ერდოღანმა 30 აგვისტოს გამარჯვების 101 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა.

„გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვებით, 30 აგვისტოს გამარჯვება არის დიდი მიღწევა, რომელიც კიდევ ერთხელ განსაზღვრავს თურქეთის არმიის, თურქი ოფიცრებისა და სამეთაურო პერსონალის ძალასა და გმირობას. 30 აგვისტოს (1922 წ.) გამარჯვება თურქი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეის უკვდავი ძეგლია. თავისუფლების სიყვარული, რომელიც ჩვენი ერის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, დღესაც ძალიან მტკიცედ აგრძელებს არსებობას, მათ შორის 2016 წელს FETÖ-ს მხრიდან განხორციელებული გადატრიალების მცდელობის დროს. ახალი ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ უახლოეს მომავალში, გავაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის ძალას და ავამაღლებთ თურქეთს თანამედროვე ცივილიზაციების დონეზე. ღმერთს წყალობას შევთხოვ ყველა ჩვენი მოწამისა და ვეტერანისთვის, რომელიც დაიღუპა და დაშავდა 30 აგვისტოს გამარჯვების დროს. გილოცავთ 30 აგვისტოს გამარჯვების დღეს,“ ნათქვამია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან გავრცელებულ მისალოც მესიჯში.

ცნობისათვის, 1922 წლის 30 აგვისტოს, დუმლუფინარის ბრძოლაში ათათურქის ჯარებმა სასტიკად დაამარცხეს საბერძნეთის არმია და მისი მთავარსარდალი ტრიკოპისიც ტყვედ აიყვანეს.   



მსგავსი ინფორმაციები