ერდოღანი: „კლიმატის ცვლილება კაცობრიობის საერთო პრობლემაა“

ერდოღანი: „კლიმატის ცვლილება კაცობრიობის საერთო პრობლემაა“

1929969
ერდოღანი: „კლიმატის ცვლილება კაცობრიობის საერთო პრობლემაა“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ჟენევაში, გაეროსა და პაკისტანის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, თემაზე, „კლიმატისადმი მდგრადი პაკისტანი“, ვიდეომესიჯი გააგზავნა, რომელშიც იგი აღნიშნავს: „აშკარაა, რომ მეტი ერთობლივი მუშაობაა საჭირო კლიმატის კრიზისის დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კლიმატის ცვლილება და მისი გამომწვევი პრობლემები კაცობრიობის საერთო საზრუნავია. ჩვენ, როგორც თურქეთი, პაკისტანი არ დავტოვეთ მარტოდ, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით. თურქეთმა 7500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა პაკისტანს 15 თვითმფრინავითა და 13 მატარებლით. ასევე გავაგზავნეთ 2 გემი, რომლებზეც 1630 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება იყო. იმედი მაქვს, რომ ამ გემების პორტებში ჩასვლით ჩვენი პაკისტანელი ძმების უბედურება ცოტათი შემსუბუქდება. თუმცა, აშკარაა, რომ საჭიროა მეტი ერთობლივი მუშაობა კლიმატის კრიზისის დამანგრეველი შედეგების აღმოსაფხვრელად. კლიმატის ცვლილება და მისი გამომწვევი პრობლემები კაცობრიობის საერთო საკითხია. ამიტომ, აუცილებელია ამ და მსგავსი კატასტროფების წინააღმდეგ სოლიდარული ბრძოლა სტრატეგიის ფარგლებში. თურქეთი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ასე გააგრძელებს მომავალშიც“.  



მსგავსი ინფორმაციები