პრეზიდენტმა ერდოღანმა TRT World-ის ფორუმზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა TRT World-ის ფორუმზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1916906
პრეზიდენტმა ერდოღანმა TRT World-ის ფორუმზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მარცვლეულის კრიზისის მოსაგვარებლად კვირა დღეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნულის შესახებ, 2022 წლის TRT World-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, გარდა იმ მძიმე მსხვერპლისა, რაც გამოიწვია, ძალიან სერიოზულ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ხარჯებს უქმნის რეგიონს და მსოფლიოს. მისივე თქმით, ისინი ახორციელებენ ინტენსიურ დიპლომატიას რეგიონის და მსოფლიო მშვიდობისთვის რა, საკითხთან მიმართებაში როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებებს განახორციელებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, F-16-ის შესყიდვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და დასძინა: „ის ვინც ეგეოსსა და ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთს ყოველგვარი გაანგარიშების გარეშე უჭერს მხარს, მათდამი მადლიერი ვერ ვიქნებით. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ თქვენთან F-16-ის საკითხის მოგვარება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანხაც გადავიხადეთ“.

თურქეთის პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნები, მათ შორის ევროპის, რომლებიც ფარულად თუ ღიად უჭერენ მხარს ტერორისტებს, მათთან ერთად საერთო მომავალზე ფიქრიც კი ძნელია.



მსგავსი ინფორმაციები