ფაჰრეთთინ ალთუნი TRT World-ის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ფაჰრეთთინ ალთუნი TRT World-ის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

1916944
ფაჰრეთთინ ალთუნი TRT World-ის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთთინ ალთნმა განაცხადა, რომ მსოფლიო აღიარებს თურქეთს, როგორც სტაბილიზაციის ძალას. მან ამის შესახებ სტამბოლში მიმდინარე TRT World-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ალთუნის თქმით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით თურქეთმა თავისი წვლილი შეიტანა რეგიონული კრიზისებისა და გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში.

„ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატია, განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა მივიტანოთ მსოფლიოს ყველა კუთხეში, დაწყებული ჩვენი რეგიონიდან. თურქეთი, რომელიც იქცა რეგიონულ და გლობალურ აქტორად, არის არა მხოლოდ ხიდი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ბლოკებს, არამედ არის არხი, რომლითაც მიედინება დიალოგი, მოლაპარაკება და დიპლომატია. დიპლომატია, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ რუსეთ-უკრაინის ომში, რომელიც დაახლოებით 10 თვეა გაგრძელდა, აჩვენა, რომ მთელი მსოფლიო ბაძავს თურქეთს, როგორც „სტაბილიზაციის“ და „მშვიდობის“ ძალას, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ მშვიდობას“, განაცხადა ფაჰრეთთინ ალთუნმა TRT World-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.

კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასევე ხაზი გაუსვა გლობალური პოლარიზაციის პრევენციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ახალი ცივი ომები თავიდან უნდა იქნას აცილებული.



მსგავსი ინფორმაციები