ვიცე-პრეზიდენტმა ეპიდემიის პროცესში ანკარის წარმატებებზე ისაუბრა

“მსოფლიომ ეპიდემიის პროცესში გამოცდა ვერ გაიარა და ჩაიჭრა“

1426059
ვიცე-პრეზიდენტმა ეპიდემიის პროცესში ანკარის წარმატებებზე ისაუბრა

ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი, სიტყვით გამოვიდა ატლანტიკური საბჭოსა და თურქეთის მემკვიდრეობის ფონდის, THO-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ვებინერზე (ონლაინ სემინარი) და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთის მიერ მოპოვებულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი აზრით, მსოფლიომ ეპიდემიის პროცესში გამოცდა ვერ გაიარა და ჩაიჭრა, როცა მის საწინააღმდეგოდ თურქეთმა ძალიან წარმატებული გამოცდა ჩააბარა. აქედან გამომდინარე, მისივე აზრით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) უნდა მოხდეს რესტრუქტურიზაცია, იგი უფრო დეცენტრალიზებული (ნაკლებად ძლიერი) და ნაკლებად ბიუროკრატიული, ხოლო მის მაგივრად უფრო მოქნილი და გამჭვირვალე უნდა გახდეს. ვიცე-პრეზიდენტის თქმითვე, ეპიდემიის პროცესში გლობალიზაცია დიდწილად შეჩერებულია და ყველა ქვეყანა თავის პრობლემებს ინდივიდუალურად ებრძვის, ხოლო ამის პარალელურად კოვიდ-19 პერიოდმა, აშშ-თურქეთს შორის პოზიტიური განწყობა და ახალი შესაძლებლობები გაზარდა



მსგავსი ინფორმაციები