ერდოღან-მორალესის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღან-მორალესის ერთობლივი პრესკონფერენცია

1180250
ერდოღან-მორალესის ერთობლივი პრესკონფერენცია

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით ანკარაში ჩამოსულმა ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრებს დაესწრო რომლის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციის დროს ერდოღანმა ბოლივიიდან პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტის, მორალესის მხრიდან განხორციელების გამო მადლიერება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გასულ წელს თურქეთმა ამ ქვეყანაში საელჩო გახსნა რა, ბოლივიის მხრიდან ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას მიესალმებიან. ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს ასევე იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მომავალ წელს ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 77-ე წლისთავი სრულდება რა, ამ თვალსაზრისით ორივე ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა იგეგმება.  მისივე თქმით შეხვედრაზე, თურქეთ-ბოლივიის  შერეული ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის მიმდინარე წელს ჩატარების საკითხზეც შეთანხმდნენ. თურქეთის ლიდერმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ამჟამად ბოლივიასთან 113 მილიონი დოლარის სავაჭრო ბრუნვა გააჩნიათ რა, ამ რიცხვის 500 მილიონამდე გაზრდას გეგმავენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს ბოლივიის, პალესტინის, გოლანის მაღლობების  და განსაკუთრებითს იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერის და პოზიციის გამო,  მორალესს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. მან ბოლოს ისიც დაამატა, რომ შეხვედრაზე რა თქმა უნდა ვენესუელის საკითხიც განიხილეს და აღნიშნა, რომ  ვენესუელის ლეგიტიმური მთავრობისადმი მხარდაჭერას გააგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები