ერდოღანი თურქეთ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ფორუმი სტამბოლში გაიმართა

1065974
ერდოღანი თურქეთ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ, თურქეთ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისა, განაცხადა, რომ აფრიკის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სურთ. „10-15 წლის წინ თურქეთს მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა მაგრამ, დღეისათვის ამ თვალსაზრისით ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით მეექვსე ადგილზე ვართ. საელჩოებით, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოთი (TİKA), იუნუს ემრეს ინსტიტუტით, მარიფის ფონდით, სააგენტო „ანადოლუ“-თი, თურქეთის ავიახაზებით და სხვა მრავალი ორგანიზაციებით   აფრიკის კონტინენტზე თითქმის ყველა ქვეყანაში გვყავს წარმომადგენლობა. ამიტომ ამ კონტინენტზე ყველა სფეროში შეგვიძლია თანამშრომლობის გაღრმავება,“ განაცხადა, ერდოღანმა. მან სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აფრიკის ქვეყნებმა პალესტინელებს და პალესტინას გვერდში დაუდგნენ. მისივე თქმით, მსოფლიო ომების და სამოქალაქო დაპირისპირებების საფასურს დასავლეთის ქვეყნები კი არა არამედ, ნაკლებად განვითარებული და განვითარების პირას მყოფი ქვეყნები იხდიან. თურქეთის პრეზიდენტმა თურქეთ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მათ მოუწოდა, რომ ვაჭრობა ეროვნულ ვალუტებში აწარმოონ. ერდოღანმა ბოლოს დამსწრე საზოგადოებას ისიც მოუწოდა, რომ 2019 წელს გასამართი  მესამე,  თურქეთ-აფრიკის პარტნიორობის სამიტი სტამბოლში გაიმართოს.



მსგავსი ინფორმაციები