თურქეთმა ჩრდილოეთ კორეის ქმედება დაგმო

თურქეთმა ჩრდილოეთ კორეის ქმედება დაგმო

800617
თურქეთმა ჩრდილოეთ კორეის ქმედება დაგმო

თურქეთმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წყალბადის ბომბის გამოცდა მკაცრად დაგმო. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის მხრიდან, საერთაშორისო სამართლის და რეგიონალური სიმშვიდის გაუთვალისწინებლად წყალბადის ბომბის გამოცდა უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ქმედებაა, რომელსაც მკაცრად ვგმობთ.“ ჩრდილოეთ კორეამ გუშინ, წყალბადის ბომბი გამოსცადა, რის შედეგად რეგიონში მიწისძვრაც წარმოიქმნა. ადგილობრივი  მედიის ინფორმაციით გამოცდა,  ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბრძანებით განხორციელდა და იგი წარმატებით დასრულდა.



მსგავსი ინფორმაციები