ბელგია, ტერორისტთა გამოფენა

თურქეთში სისხლისმღვრელი ტერ-ორგანიზაციისთვის ბელგიის მხარდაჭერა

528012
ბელგია, ტერორისტთა გამოფენა

თურქეთში სისხლისმღვრელი ტერ-ორგანიზაციისთვის ბელგიის მხარდაჭერა.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევრო-პარლამენტის შენობაში (AP), გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ტერ-ორგანიზაცია PKK-ს ლიდერის აბდულლაჰ ოჯალანის და ამ ორგანიზაციის გაგრძელება PYD-ს წევრი ტერორისტების სურათები.  გამოფენაზე, რომელიც ღია იქნება ამ კვირის განმავლობაში, წარმოდგენილია PKK-ს გაგრძელებად ცნობილი PYD, YPJ და YPG-ს ტერორისტების სირიაში გადაღებული სურათები და სირიის ჩრდილოეთის ზოგიერთი ადგილები მოხსენიებულია "kanton"-ის სახელით.

ადრეც ჰქონდა ადგილი ევრო-პარლამენტის შენობაზე ტერ-ორგანიზაცია  YPG-ს სიმბოლური ქსოვილის ნაჭრების დაკიდების შემთხვევას.   
საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლიმ, 30 ივნისს, ბრიუსელში ვიზიტის დროს, თავის უარყოფითი რეაქცია გამოთქვა და აღნიშნა, რომ შორს უნდა დადგნენ ტერორისტების თავისუფლებასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტობისგან.
თუ დღეს, ევრო-პარლამენტში არ დაიშვებიან DAEŞ-ის დამქაშები, ასეთივე მიდგომა უნდა იქნეს გამოჩენილი PKK-ელების მიმართაც. როგორც DAEŞ-ისთვისაა აკრძალული ევროპაში ნარკობიზნესის და ტრეფიკინგის მსგავსი საქმიანობა, არც  PKK-ზე უნდა იქნეს თვალების დახუჭვა.

18 მარტს, თურქეთ-ევროპარლამენტის სამიტის წინ, ბელგიის მხრიდან, ევროკავშირის საბჭოს შენობის უკან, ტერ-ორგანიზაცია PKK-თვის კარვის გაშენების ნებართვის მიცემამაც თურქეთის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ბელგია გახლავთ ის სახელმწიფო, სადაც ყველაზე ინტენსიურ საქმიანობას წარმართავენ ტერ-ორგანიზაციები PKK და DHKP. სახელმწიფოდან, სადაც ორგანიზაციის ლიდერები ცხოვრობენ, ხდება პკკეკას ტელე არხებიდან გადაცემების წარმართვა. პეკეკას ტერ-ორგანიზაცია, მხოლოდ ბელგიაში კი არა, საქმიანობას წარმართავს გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში შვედეთის და საბერძნეთის ჩათვლით რიგ ქვეყნებში.

 თურქეთის მწვავე რეაქციის საბაბი ხდება იმიტომ, რომ ევროკავშირის ტერორისტთა სიაში შეტანის მიუხედავად, არ ხდება ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯის გადადგმა.



მსგავსი ინფორმაციები