ტერორმა ევროპას გულზე მოახვედრა ტყვია
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, გუშინ, ათობით უმოწყალო ადამიანი დაჭრა და გამოასალმა სიცოცხლეს
ტერორმა, ევროპას გულში ჩასცა ტყვია და ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, გუშინ, ათობით უმოწყალო ადამიანი დაჭრა და გამოასალმა სიცოცხლეს.
მწარე ტკივილი აგემა სახელმწიფოს და მთელ მსოფლიოს.
გუშინ, ტერორი მძვინვარებდა ანკარაში, სტამბოლში, პარიზში, ბრიუსელში, ქაბულში, ტრიპოლში.
დაღვრილი სისხლი ეკუთვნოდა ბელგიელს, ფრანგს, თურქს, არაბს, აფრიკელს.
სამარცხვინო, მუხანათური ზრახვების მსხვერპლი გახდა ერთი კი არა, ათობით, ასობით ადამიანი, მთელი კაცობრიობა.
ათობით წელია სეპარატისტული ტერ-ორგანიზაციის PKK-ს წინააღმდეგ მებრძოლმა თურქეთმა, ანკარაში, სტამბოლში, ედირნეში მრავალი უდანაშაულო პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა, ამიტომაც ყველაზე კარგად გრძნობს ბელგიის ტკივილს.
თურქეთმა გაიგო ევროპელი ლიდერების გოდების ხმა სადაც ნათქვამია:-„თურქეთო! მუხანათურ ბრძოლას ვუპირისპირდებით“.
მაგრამ თურქეთს სურს გაიგონ ისიც, რომ ამ ვერაგ მტრებს შორის არა არის განსხვავება. გუშინ, ტერ-ორგანიზაცია PKK-თვის, ევროპის გულში, კარვის გაშენებით პროპაგანდის მომწყობებმა, კარგად უნდა იცოდნენ, რომ PKK-ს მიმართაც იმავე გრძნობებს განვიცდით, როგორსაც დღეს ტერორისტი DEAŞ-ელების მიმართ.
პრეზიდენტმა რ.თ.ერდოღანმა, ჯერ კიდევ პარასკევს გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ბრიუსელის კარვის მოვლენაზე და განაცხადა:-„როცა იგივე ბომბები იფეთქებს თქვენს ქალაქებში მაშინ, აუცილებლად გაგვიგებთ რას ვგრძნობთ ჩვენ“.
ნეტა არ გამართლებულიყო მისი სიტყვები.
მსგავსი ინფორმაციები
რა საკითხები იქნა განხილული იაშარ გიულერის კატარში ვიზიტის დროს?
რა საკითხები იქნა განხილული იაშარ გიულერის კატარში ვიზიტის დროს?