გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელმა 256 პალესტინელი სპორტსმენი მოკლა

გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელმა 256 პალესტინელი სპორტსმენი მოკლა

2137858
გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელმა 256 პალესტინელი სპორტსმენი მოკლა

პალესტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯიბრილ ალ-რაკუბმა განაცხადა, რომ გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 256 პალესტინელი ფეხბურთელი, მენეჯერი და ტექნიკოსი დაიღუპა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალ-რაკუბი პალესტინის მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მან, ისრაელი, პალესტინელი ხალხისა და პალესტინელი სპორტსმენების მიმართ „გენოციდში“ დაადანაშაულა და თქვა: „ისრაელმა, გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული განხორციელებული თავდასხმებით მოკლა, 256 პალესტინელი სპორტსმენი, მენეჯერი და ტექნიკოსი, რომელთაგან 11 იყო დასავლეთ სანაპიროზე.

ალ-რაკუბმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორზე თავდასხმების დროს მრავალი სპორტსმენი, რომელთა რაოდენობა მათ არ იციან, ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. ალ-რაკუბმა განაცხადა, რომ ასევე დააკავეს ასობით სპორტსმენი.

მან ასევე აღნიშნა, რომ 55-ზე მეტი ობიექტი, რომელთაგან 45 იყო ფეხბურთის, განადგურდა ისრაელის თავდასხმების შედეგად.

ცნობისათვის, გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ რეგიონზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 35 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა ბავშვები და ქალები დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები