ბორუსია დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია...

ბორუსია დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია...

2136771
ბორუსია დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია...

ბორუსია დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია...

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ბორუსია დორტმუნდმა სტუმრად 1-0 დაამარცხა პარი სენ-ჟერმენი და ფინალში გავიდა.

ფრანგულმა პსჟ-მ, რომელიც პირველ შეხვედრაში მეტოქესთან 1-0 დამარცხდა, საკუთარ მოედანზე გერმანიის წარმომადგენელს ბორუსია დორტმუნდს უმასპინძლა.

იტალიელი მსაჯის დანიელ ორსატოს ხელმძღვანელობით პარკ დე პრენსზე გამართული მატჩის პირველ ტაიმში გოლი ვერცერთმა გუნდმა გაიტანა.

ბორუსია დორტმუნდმა მეორე ტაიმში გატანილი გოლით საბოლოოდ მატჩი 1-0 მოიგო და ფინალში გავიდა.

გერმანიის ნაკრები ფინალში მადრიდის რეალის-ბაიერნი მიუნხენის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ტურნირის ფინალური მატჩი შაბათს, 1 ივნისს, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები