მაიკლ ჯორდანის ფეხსაცმელი აუქციონზე გაიყიდება

მაიკლ ჯორდანის ფეხსაცმელი აუქციონზე გაიყიდება

1960440
მაიკლ ჯორდანის ფეხსაცმელი აუქციონზე გაიყიდება

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის სპორტულ ფეხსაცმელს, რომელიც 1998 წლის ამერიკის საკალათბურთო ლიგის (NBA) ფინალის მეორე თამაშში ეცვა, აუქციონზე გაიტანენ.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აუქციონის კომპანიის Sotheby-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ჯორდანს სპორტულ ლიტერატურაში "უკანასკნელი ცეკვის" სახელწოდებით ცნობილ ბოლო სეზონზე ეცვა „ჩიკაგო ბულზში“, გაყიდვაში 3-11 აპრილს გამოვა.

23-ნომრიანი მაისურის მინიშნებით, რომელსაც ვარსკვლავი კალათბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში ატარებდა, აუქციონი ჩატარდება "ჯორდანის წლის" კონცეფციით და, სავარაუდოდ, ფეხსაცმელი 2-დან 4 მილიონამდე რეკორდულ ფასად გაიყიდება. თუ პროგნოზები გამართლდება, ჯორდანის ფეხსაცმელი მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდვული სპორტული ფეხსაცმელი გახდება.

აუქციონზე, რომელიც გასული წლის სექტემბერში ასევე Sotheby's-მა გამართა, მაიკლ ჯორდანის მაისური, რომელიც 1998 წლის NBA ფინალში ეცვა, რეკორდულ 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.



მსგავსი ინფორმაციები