დღეს ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის მეორე ტურის მატჩები გაიმართება

დღეს ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის მეორე ტურის მატჩები გაიმართება

1062287
დღეს ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის მეორე ტურის  მატჩები გაიმართება

UEFA-ს, ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის მეორე ტურის  მატჩები დღეს გაიმართება. თურქეთიდან ევროპა ლიგაში სამი კლუბი, ფენერბახჩე, ბეშიქთაში და აქჰისარსპორი ასპარეზობენ. ევროპა ლიგაში მონაწილე  ფენერბახჩე, რომელიც D ჯგუფში ასპარეზობს, დღეს  საკუთარ სტადიონზე  სლოვაკეთის კლუბ, სპარტაკ ტრნავას უმასპინძლებს. ფენერბახჩე-სპარტაკ ტ.-ს მატჩი, რომელიც სტამბოლში ულქერის სტადიონზე გაიმართება, თურქეთის დროით 19:55 წუთზე დაიწყება. თურქეთის მეორე წარმომადგენელი ბეშიქთაში, რომელიც I ჯგუფში ასპარეზობს, მეორე ტურის მატჩს შვედურ კლუბ,  მალმიოსთან გამართავს, ხოლო თურქეთის მესამე წარმომადგენელი აქჰისარსპორი, რომელიც J ჯგუფში ასპარეზობს, ბელგიის სტანდარდის შეხვდება.



მსგავსი ინფორმაციები