მსოფლიო მომთაბარული სპორტული თამაშები 3-8 სექტემბერს ყირგიზეთში ჩატარდება

რიგით მეორე მსოფლიო მომთაბარული სპორტული თამაშები 3-8 სექტემბერს ყირგიზეთში ჩატარდება

559960
მსოფლიო მომთაბარული სპორტული თამაშები 3-8 სექტემბერს ყირგიზეთში ჩატარდება

რიგით მეორე მსოფლიო მომთაბარული სპორტული თამაშები 3-8 სექტემბერს ყირგიზეთში ჩატარდება.

ისიქ-გოლის რეგიონში გასამართ თამაშებში 53 ქვეყნიდან დაახლოებით 1000 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

შეჯიბრი 23 სახეობაში გაიმართება.

მსოფლიო მომთაბარული სპორტულ თამაშებში მონაწილეობის თაობაზე ოფიციალური განაცხადი შემდეგმა ქვეყნებმა შეიტანეს: თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, არგენტინა, სომხეთი, ბანგლადეში, ბელარუსი, ბენინი, ბოტსვანა, ბრაზილია, უნგრეთი, გვატემალა, გერმანია, ზამბია, ზიმბაბვე, ისრაელი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისლანდია, იტალია, ყაზახეთი, კანადა, ჩინეთი, კოლუმბია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ლატვია, ლიტვა, მადაგასკარი, მოლდოვეთი, მონღოლეთი, ჰოლანდია, პაკისტანი, პოლონეთი, რუსეთი, სვაზილენდი, სერბეთი, სლოვაკეთი, აშშ, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ურუგვაი, ფილიპინები, ფინეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, შრი ლანკა, ესტონეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა და იაპონია.



მსგავსი ინფორმაციები