რაისი და მასთან ერთად მყოფი დელეგაცია დაიღუპა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, რომელშიც ის იმყოფებოდა

2141448
რაისი და მასთან ერთად მყოფი დელეგაცია დაიღუპა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, რომელშიც ის იმყოფებოდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ასევე დაღუპულია საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი მალიქ რაჰმეთი და თავრიზის იმამი აიათოლა ალი ჰაშიმი, რომლებიც იბრაჰიმ რეისისთან ერთად ვერტმფრენში იმყოფებოდნენ.

აღინიშნა, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა რევოლუციური გვარდიის არმიის 2 მაღალჩინოსანი და ეკიპაჟის 3 წევრიც, რომლებიც იმყოფებოდნენ ვერტმფრენში და რომლის ნამსხვრევები იპოვეს თურქეთიდან ჩასული უპილოტო საფრენი აპარატის „აქინჯი“-ს წარმატებული მუშაობის შედეგად.

ვერტმფრენი, რომელშიც იბრაჰიმ რაისი და მისი გარემოცვა იმყოფებოდა, მძიმედ დაეშვა ცუდი ამინდის გამო გუშინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მონაწილეობით ორი ქვეყნის საზღვარზე გამართული კაშხლის გახსნის ცერემონიიდან დაბრუნებისას.

63 წლის იბრაჰიმ რაისი ირანის მე-8 პრეზიდენტი გახდა 2021 წლის არჩევნების პირველ ტურში.

იმავე წლიდან ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.



მსგავსი ინფორმაციები