რა საკითხები იქნა განხილული, ერდოღან-კობახიძის შეხვედრაზე ანკარაში?

რა საკითხები იქნა განხილული, ერდოღან-კობახიძის შეხვედრაზე ანკარაში?

2140667
რა საკითხები იქნა განხილული, ერდოღან-კობახიძის შეხვედრაზე ანკარაში?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრული დატვირთვით გააქტიურების მცდელობები გრძელდება.

აღნიშნულის შესახებ, პრეზიდენტმა ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში ჩასულ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პრესკონფერენციის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „10 დღეში უკვე მეგობარი ქვეყნის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ, როგორც ორი მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობა, რომელიც 3 მილიარდს შეადგენს, ამ ციფრის 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელმაც ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია, კვლავ სრულად ამოქმედდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდის ბრძოლას ყველა სახის ტერორისტული ორგანიზაციის, მათ შორის FETÖ-ს და PKK-ს წინააღმდეგ“.

პრესკონფერენციის დროს, პრეზიდენტმა ასევე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „თურქეთისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები, რომლებიც ერთ ჯგუფში (F ჯგუფი) ასპარეზობენ, პირველ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ორივეს წარმატებას ვუსურვებ.“

პრესკონფერენციის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ის (ერდოღანი) არის ნამდვილი ლიდერი, რომელიც იცავს თურქი ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოხარული ვართ ბატონი პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი გაწეული მხარდაჭერით, მადლობას გიხდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ კავკასიის ქვეყნების თანაარსებობას და მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“.

თავის მხრივ, შეხვედრების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“ გაფორმდა.



მსგავსი ინფორმაციები