აზერბაიჯან-სომხეთს შორის პირველი შეთანხმება მიღწეულ იქნა

აზერბაიჯან-სომხეთს შორის პირველი შეთანხმება მიღწეულ იქნა

2140242
აზერბაიჯან-სომხეთს შორის პირველი შეთანხმება მიღწეულ იქნა

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ოქმს, ყაზახის რაიონი მიმართულებით სასაზღვრო ხაზის განსაზღვრის შესახებ საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის 1976 წლის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით.

ორი ქვეყნის საზღვარზე საზღვრის დადგენის კომისიების მე-9 სხდომა გაიმართა, რომელსაც აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი და სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი ხელმძღვანელობდნენ.

აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, მხარეებმა ყაზახის რეგიონში სასაზღვრო ხაზის კოორდინატების განსაზღვრაზე ისაუბრეს.

მხარეები შეთანხმდნენ და ხელი მოაწერეს ოქმს აზერბაიჯანის კუთვნილ 4 სოფელს შორის, რომელსაც სომხეთი დაუბრუნებს. პროტოკოლი, საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის 1976 წლის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით იქნა გაფორმებული.

ცნობისათვის, ორი ქვეყნის საექსპერტო ჯგუფებმა საზღვარზე გეოდეზიური გაზომვები დაიწყეს და აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ე.წ. ‘სასაზღვრო ქვა’ პირველად განთავსდა.



მსგავსი ინფორმაციები