საქართველოში საკამათო კანონპროექტი დაამტკიცეს

საქართველოს პარლამენტმა მიიღო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2139959
საქართველოში საკამათო კანონპროექტი დაამტკიცეს

საქართველოს პარლამენტმა მიიღო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

პარლამენტში მესამე და საბოლოო კენჭისყრა გაიმართა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც პირველად 17 აპრილს, მეორედ 1 მაისს მიიღეს და რომელსაც დაახლოებით ერთი თვეა აპროტესტებენ.

კანონპროექტს 83 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო.   

კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში კვირების განმავლობაში პროტესტს იწვევს, იმისათვის რომ ძალაში შევიდეს, პარლამენტში სამჯერ უნდა დამტკიცებულიყო.

კენჭისყრის დროს დეპუტატებს შორის ჩხუბი და კამათი მოხდა.

კანონს, რომელსაც აქციის მონაწილეები „რუსულ კანონს“ უწოდებენ, ხელმოწერისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნება.

ზურაბიშვილმა წინა განცხადებებში აღნიშნა, რომ კანონპროექტის წინააღმდეგია.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარლამენტში მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელსაც დემონსტრანტების მსგავსად „რუსული კანონი“ უწოდა.

თუ ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს, კანონის პარლამენტში დაბრუნებისთვის ორი კვირაა საჭირო.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს დასაძლევად პარლამენტში მმართველ პარტიას უმრავლესობა აქვს.

პარლამენტის გარშემო კენჭისყრის მიმდინარეობისას საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა.

კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისას აქციის ზოგიერთმა მონაწილემ პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააიაკავა.

კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ქვეყანაში დაახლოებით ერთი თვეა მიმდინარეობს.

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც დაარსებულნი არიან თავიანთი ფონდის 20 პროცენტზე მეტის საზღვარგარეთიდან მიღებით, უნდა დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

იმავდროულად, ამერიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „კრემლის სტილის კანონია“ და რომ ამის გამო „ღრმად შეშფოთებულია“.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ზიანს აყენებს დემოკრატიულ ღირებულებებს საქართველოში და რომ ამით საქართველო უკან გადადგამს ნაბიჯს როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს კონტექსტში.

მან ასევე ისაუბრა ქართველი ხალხის რეაქციაზე კანონპროექტის მიმართ და განაცხადა: „თუ კანონპროექტს მიიღებენ, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით ძირფესვიანად გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას ამ ქვეყანასთან“.



მსგავსი ინფორმაციები