დაეში-ს თავდასხმის შედეგად მრავალი ჯარისკაცი დაიღუპა

დაეში-ს თავდასხმის შედეგად მრავალი ჯარისკაცი დაიღუპა

2139248
დაეში-ს თავდასხმის შედეგად მრავალი ჯარისკაცი დაიღუპა

ერაყში, ტერორისტული ორგანიზაცია დაეში-ს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არაოფიციალური მონაცემებით ხუთი ჯარისკაცი, მათ შორის ერთი პოლკოვნიკი დაიღუპა.

ერაყის თავდაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ სალაჰადინში სამხედრო პუნქტზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად პოლკოვნიკი, ჰალიდ ნაჩი ვისაკი და სხვა მრავალი ჯარისკაცი დაიღუპა, მაგრამ ზუსტი რიცხვი არ არის გაჟღერებული დაღუპულთა შესახებ.

ადგილობრივ სატელევიზიო არხთან საუბრისას, უსაფრთხოების წყაროებმა განაცხადეს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის დაეში-ს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი პოლკოვნიკი და რამდენიმე დაშავდა.

 



მსგავსი ინფორმაციები