სომხური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს

სომხური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს

2137849
სომხური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სომხური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დემარკაციის სამუშაოების შესაჩერებლად, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს.

სომხეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ის ცნობით, დედაქალაქ ერევანში რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა, ტავუშის რეგიონის რელიგიური წარმომადგენლის, არქიეპისკოპოს, ბაგრატ გალასტიანის მიერ ორგანიზებული მარში სახელწოდებით, „ტავუში სამშობლოსთვის“.

აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, გალასტიანმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა და ამისათვის ერთი საათი დრო დაუთმო. ფაშინიანის ადმინისტრაციამ კი არქიეპისკოპოსს არც კი უპასუხა.

აქციის მონაწილეები, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნის ლოზუნგებს გაიძახოდნენ და მთავრობას, აზერბაიჯანთან საზღვრის სადემარკაციო კვლევების დროს ტერიტორიულ დათმობებში ადანაშაულებდნენ.

თავის მხრივ, არქიეპისკოპოსმა გალასტიანმა გამოაცხადა, რომ ღამეს აქციის მონაწილეებთან ერთად მოედანზე გაატარებდა.



მსგავსი ინფორმაციები