„ევფრატის ფარის“  რეგიონში PKK/YPG-ს კიდევ 4 წევრი იქა განეიტრალებული

„ევფრატის ფარის“  რეგიონში PKK/YPG-ს კიდევ 4 წევრი იქა განეიტრალებული

2137079
„ევფრატის ფარის“  რეგიონში PKK/YPG-ს კიდევ 4 წევრი იქა განეიტრალებული

სირიაში, ოპერაცია „ევფრატის ფარის“ რეგიონში  სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/YPG-ს კიდევ 4 წევრი იქა განეიტრალებული.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია,  PKK/YPG-ს წევრი 4  ტერორისტი შეეცადა ოპერაცია „ევფრატის ფარის“  რეგიონში მალულად შეღწევას, მაგრამ, თურქმა სპეცრაზმელებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად  ყველა მათგანის განეიტრალება შესძლეს.

ამავე ინფორმაციით, რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება.

მეორეს მხრივ, ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერაყის ჩრდილოეთში კერძოდ კი გარას რეგიონში განხორციელებული მორიგი საჰაერო ოპერაციის შედეგად PKK-ს კიდევ ორი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.



მსგავსი ინფორმაციები