სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება სურს

სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება სურს

2109842
სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება სურს

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირთან და იმუშაოს კანდიდატის სტატუსისთვის.

სიმონიანმა განაცხადა, რომ ისინი იმუშავებენ ქვეყნის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაამატა: „დღეს დემოკრატიული ქვეყანა თავად არის უსაფრთხოების მთავარი გარანტი. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია დემოკრატიულ სისტემასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე“.

მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და სომხეთი დაიწყებენ „ამბიციურ თანამშრომლობის გაძლიერების“ სამუშაოებს.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში გამოაცხადა თავისი ქვეყნის განზრახვა ევროკავშირთან დაახლოების შესახებ.

ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში განიხილავს სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.

სომხეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში 2009 წლიდან მონაწილეობს.

გარდა ამისა, ქვეყანა 2015 წლიდან არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი.

ამავდროულად, სომხეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც მიიღო სავაჭრო შეღავათები ევროკავშირისგან „განზოგადებული პრეფერენციები +“ (GSP) პროგრამის ფარგლებში, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #სომხეთი

მსგავსი ინფორმაციები