სომხეთის პასუხი ალიევს

სომხეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა ალიევს უპასუხა

2088072
სომხეთის პასუხი ალიევს

სომხეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრანიკ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ მიმზიდველია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შუამავლების გარეშე ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ წინადადება.

ანდრანიკ ქოჩარიანმა პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „ეს არის ძალიან მიმზიდველი წინადადება როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის, რადგან ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი“.

მან ყურადღება გაამახვილა ალიევის სიტყვებზე, რომ არ არის საჭირო გარანტორები და დაამატა: „დღევანდელი რეალობის გასაძლიერებლად ცეცხლის შეწყვეტის დაურღვევლობის შეთანხმების (2020) გამოყენებაც კი გარანტია იქნება“.

აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების გარანტორების საჭიროებას ვერ ხედავს.

„ეს იქნება სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც ხელს მოაწერს ორი დამოუკიდებელი ქვეყანა“. - აღნიშნა ალიევმა.


საკვანძო სიტყვები: #აზერბაიჯანი , #სომხეთი

მსგავსი ინფორმაციები