დაღუპული პალესტინელების რიცხვი 21 ათას 978-მდე გაიზარდა

ღაზის სექტორში დაღუპული პალესტინელების რიცხვი 21 ათას 978-მდე გაიზარდა

2082898
დაღუპული პალესტინელების რიცხვი 21 ათას 978-მდე გაიზარდა

7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 21 ათას 978-მდე გაიზარდა.

ღაზაში ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ეშრეფ კუდრამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების შესახებ, რომელიც უკვე 87 დღეა გრძელდება.

ეშრეფ კუდრამ განაცხადა, რომ „87 დღეში დაიღუპა 21 ათას 978, დაშავდა 57 ათას 697 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა 70 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან“.

მანვე აღნიშნა, რომ თავდასხმების შედეგად 326 სამედიცინო პერსონალი დაიღუპა, 104 სასწრაფო დახმარების მანქანა დაზიანდა და არ მუშაობს, 50 ათასი ორსული ქალი იმ ცენტრებში, სადაც თავდასხმების გამო დევნილები არიან თავშეფარებული, არასრულფასოვნად იკვებება და ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას და ძირითადი საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, კასამის ბრიგადებმა, გამოაცხადეს, რომ 7 ოქტომბერს დაიწყეს მასშტაბური შეტევა ისრაელზე სახელწოდებით "აქსას წარღვნა".

ამის საპასუხოდ ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის წინააღმდეგ დაიწყო „რკინის ხმლების“ სახელწოდების ოპერაცია სამხედრო თვითმფრინავებით.


საკვანძო სიტყვები: #ღაზის სექტორი

მსგავსი ინფორმაციები