სირიის საკითხთან მიმართებაში მორიგი ოთხმხრივი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება

სირიის საკითხთან მიმართებაში მორიგი ოთხმხრივი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება

1999830
სირიის საკითხთან მიმართებაში მორიგი ოთხმხრივი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის, სირიის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები 21 ივნისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შეხვდებიან ერთმანეთს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თურქეთის, სირიის, ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების მორიგი შეხვედრა, თურქეთ-სირიის ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში, 21 ივნისს ასტანაში გაიმართება.

„რუსული პროექტი საგზაო რუკაზე მზად არის. ჩვენი ამოცანაა პარტნიორებთან კონსულტაციების გაგრძელება და წინსვლა. იმედი მაქვს, რომ ასტანაში მოლაპარაკებებში სერიოზულ პროგრესს მივაღწევთ“, განაცხადა ბოგდანოვმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის, რუსეთის, ირანისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმდინარე წლის 10 მაისს მოსკოვში შეხვდნენ ერთმანეთს.



მსგავსი ინფორმაციები