ჩავუშოღლუ: „ასადთან თანამშრომლობის გარეშე თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა არ იქნება სწორი“

ჩავუშოღლუ: „ასადთან თანამშრომლობის გარეშე თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა არ იქნება სწორი“

1988926
ჩავუშოღლუ: „ასადთან თანამშრომლობის გარეშე თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა არ იქნება სწორი“

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიელი ლტოლვილების თავიანთ ქვეყნებში დასაბრუნებლად რეგიონში ტერორიზმი უნდა გაიწმინდოს. ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ არ არის სწორი მიდგომა თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა ასადთან თანამშრომლობის გარეშე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა. ჩავუშოღლუმ ინტერვიუს დროს, სირიელი ლტოლვილების საკუთარ სამშობლოში დასაბრუნებელ საგზაო რუქის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „უნდა დაიწყოს პოლიტიკური პროცესის აღდგენა, რეგიონის ტერორიზმისგან გაწმენდა, რათა ლტოლვილების საკუთარ სამშობლოში დასაბრუნებლად შესაბამისი უსაფრთხო გარემო იქნას შექმნილი.“

ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთში თავშეფარებულ ქურთებს ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს არსებობის გამო იქ დაბრუნება არ სურთ.

მინისტრმა ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს შესაბამის გეგმა, რომლის ფარგლებშიც პირველ რიგში შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილ უნდა იქნას უსაფრთხოება, პროცესში ჩაერთოს გაერო და საერთაშორისო საზოგადოებამაც მხარი დაუჭიროს.



მსგავსი ინფორმაციები