თურქეთი აშშ-ს აკრიტიკებს

თურქეთი აშშ-ს აკრიტიკებს

1987845
თურქეთი აშშ-ს აკრიტიკებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) რეაქციას აშშ-ს საზღვაო ძალების გემის კვიპროსის ბერძნულ ადმინისტრაციაში გაჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მხარი დაუჭირა. „ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს გადახედოს ამ პოლიტიკას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი მტკიცედ უჭერს მხარს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის პორტში, აშშ-ის საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდის USS Arleigh Burke-ს შეყვანის შესახებ.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, აშშ-ს მიერ რეგიონში კვიპროსის თურქული მხარის წინააღმდეგ გადადგმული დესტაბილიზაციის ნაბიჯები ზიანს აყენებს ამ ქვეყნის ნეიტრალურ პოზიციას, რომელსაც იგი ინარჩუნებს კუნძულზე მრავალი წლის განმავლობაში და წარმოადგენს დაბრკოლებას სამართლიანობისთვის. კვიპროსის საკითხის სამართლიანად მოგვარებისათვის კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აშშ-ს გადახედოს მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ თურქეთი, რომელიც კვიპროსში გარანტორი სახელმწიფოა, მტკიცედ გააგრძელებს კვიპროსელი თურქების ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დაცვას ყველა პლატფორმასა და პირობებში“.


საკვანძო სიტყვები: #კრიტიკა , #გემი , #კვიპროსი , #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები