გაერო მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში

გაერო მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში

1986676
გაერო მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში

გაერო მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიესალმა ისრაელის არმიის მიერ ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში 9 მაისს დაწყებული თავდასხმების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტას.

გენერალური მდივნის პრესსპიკერის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კმაყოფილება იქნა გამოხატული და მოუწოდებენ მათ შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა გაერო-ს, საერთაშორისო სამართლისა და წინა შეთანხმებების საფუძველზე ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისადმი და აღნიშნა, რომ მხოლოდ მოლაპარაკების გზით მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტა უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას.

სამშაბათს, 9 მაისს, ისრაელის არმიამ დაიწყო თავდასხმა ბლოკადაში მოქცეულ ღაზაზე, იმის მტკიცებით, რომ მათი სამიზნე იყო ისლამური ჯიჰადის მოძრაობის მმართველი კადრები.

თავდასხმების შედეგად დაიღუპა 33 პალესტინელი, მათ შორის 6 ბავშვი და 3 ქალი; დაშავდა 93, მათ შორის 32 ბავშვი და 17 ქალი.

ამ თავდასხმებს პალესტინურმა ჯგუფებმა უპასუხეს ღაზადან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტისა და ნაღმტყორცნების გასროლით და ქალაქ რეჰოვოტში ერთი ებრაელი დაიღუპა.

ისრაელის არმიის მიერ დაბომბვის შედეგად ღაზას სექტორის სხვადასხვა რაიონში 20 შენობა განადგურდა, 49 სახლი სრულიად გამოუსადეგარი გახდა, 940 სახლი კი დაზიანდა.

მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე 13 მაისის ღამეს შეთანხმდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ღაზის სექტორი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები