ირანში მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა

ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ ჰოიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა

1964690
ირანში მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა

ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ ჰოიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა.

დასავლეთ აზერბაიჯანის საგუბერნატოროს კრიზისების მართვის გენერალურმა დირექტორმა, ემირ აბას ჯაფერმა პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქალაქ ჰოიში და სელმასში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა.

მისივე თქმით „ქალაქ ჰოიში და სელმასში მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა“.

მიწისძვრა, რომელიც დღეს დილით მოხდა, თურქეთში ქალაქებში ჰაქქარსა და ვანშიც იგრძნობოდა.

ქალაქი ჰოიში, რომელიც მდებარეობს თურქეთის საზღვართან ახლოს, 28 იანვარს 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 1167 ადამიანი.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები