აქტუალური თემის ანალიზი 15-2022

თურქეთის ბრძოლა ტერორიზმთან

1916738
აქტუალური თემის ანალიზი 15-2022

თურქეთის ბრძოლა ტერორიზმთან

აქტუალური თემის ანალიზი 15-2022

თურქეთის ბრძოლა ტერორიზმთან

მაშინ, როცა სირიაში ახალ სახმელეთო ოპერაციაზე საუბარი გრძელდება, თურქეთის ბრძოლა ტერორიზმთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ მთელი სისწრაფით გრძელდება. ერთის მხრივ,  ბრძოლა მიმდინარეობს FETÖ-ს ელემენტების, მეორე მხრივ ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს და მისი ქვედანაყოფების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ერაყსა და სირიაში თურქეთის არმია და ეროვნული დაზვერვის სამსახური (MİT) დიდ ზეწოლას ახდენს PKK-ზე. თუმცა, ახლო აღმოსავლეთის განტოლებაში, ზოგიერთი რეგიონული და გლობალური ძალა კვლავ ცდილობს დაიცვას ტერორისტული ორგანიზაციები, რათა, ისინი გამოიყენოს მარიონეტად.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს...

თურქეთი ისეთ გეოგრაფიულ გარემოშია, სადაც ხშირია დაძაბულობა რა, ცდილობს დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და გახდეს ძლიერი სახელმწიფო, განსაკუთრებით ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯებით (სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მმართველობის პერიოდში). თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სრულ დამოუკიდებლობას საგარეო პოლიტიკაში, თანაც გლობალურ ძალებს შორის დამაბალანსებელ ფაქტორად პოზიციონირებს. განსაკუთრებით უკრაინის ომის შედეგად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ეფექტმა კიდევ უფრო გააძლიერა ეს მდგომარეობა. თუმცა, თურქეთი ისევ დიდი გამოწვევების წინაშე დგას მთელი ამ პროცესის განმავლობაში. 11 სექტემბრის თავდასხმები, აშშ-ს მიერ ავღანეთისა და ერაყის ოკუპაცია, ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების გამოვლინება, როგორიცაა დაეში, და რა თქმა უნდა, ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების, თურქეთის წინააღმდეგ გამოყენების მცდელობა, როგორიცაა PKK და FETÖ. გარე ძალები, რომლებსაც სურთ თურქეთის შეიძლება ითქვას, რომ თამაშგარე დატოვონ, ხშირად უჭერენ მხარს PKK-ს და FETÖ-ს. ამ კონტექსტში 15 ივლისის (2016 წელი) გადატრიალების მცდელობის მთავარი მიზანი, რომლის განხორციელებასაც FETÖ  ცდილობდა; აშკარა ფაქტია, რომ თურქეთის ახალი საგარეო პოლიტიკა, რომელიც განიხილება, თუ როგორ ეწინააღმდეგება და არ შეიძლება მონელდეს, უნდა შეიცვალოს და თავიდან აიცილოს ინტერვენცია, ტერორისტული სახელმწიფოს, რომელიც სირიაში არაფრისგან სურთ შექმნან.

გადატრიალების მცდელობამდე PKK-ის მიერ წამოწყებული აჯანყებების მცდელობა განხორციელდა და ამ ტერორისტულ ინციდენტებს ასობით ადამიანი შეეწირა. ამ პროცესში დაეში-ს და PKK-ს ტერორისტულმა ორგანიზაციებმა დაიწყეს ერთდროულად თავდასხმების განხორციელება რა,  ცდილობდნენ ნიადაგის მომზადებას გადატრიალებისთვის. თურქეთის ბევრ დიდ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეები იქნა სამიზნედ ამოღებული, განხორციელდა სტრატეგია ეთნიკური და სექტანტური ხარვეზების გაჩენის მიზნით. თუმცა, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა დიდწილად აღმოიფხვრა უსაფრთხოების ბიუროკრატიის გაწმენდით და ეფექტური ზომებით.

15 ივლისის შემდეგ თურქეთის მიერ, სირიაში მსხვილი ტრანსსასაზღვრო სამხედრო ოპერაციის დაწყება, უსაფრთხოების ახალი პარადიგმის აგებით, არის პასუხი ზემოხსენებულ ძალისხმევაზე. ამ კონტექსტში, 15 ივლისი ჩვენს წინაშე დგას, როგორც დიდი ეტაპი. როგორც FETÖ-ს გაწმენდა სტრატეგიული ინსტიტუტებიდან, განსაკუთრებით უსაფრთხოების ბიუროკრატიიდან, ასევე აქტიური ბრძოლა PKK/YPG ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ დგას მის წინაშე, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი პარადიგმა, რომელიც გარდაქმნის თურქეთს გლობალურ ძალად.

პრეზიდენტ ერდოღანის ძლიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობით, თურქეთის შეიარაღებული ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეროვნული დაზვერვის სამსახური (MİT) უფრო პროფესიონალურ სტრუქტურებად იქცა. ამან კი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაშიც რა თქმა უნდა დიდი უპირატესობა მოუტანა ქვეყანას.

თურქეთმა დღემდე, სირიაში სამი სახმელეთო ოპერაცია ( ევფრატის ფარი, ზეთისხილის რტო და მშვიდობის წყარო) განახორციელა რა, ახლა, ახალი ოპერაციის დასაწყებად ემზადება. ოპერაციის მიზანი გახლავთ PKK/YPG, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც თურქეთს ასევე სირიას. საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რუს და ამერიკელ კოლეგებთან, რომლებიც იცავენ PKK/YPG-ს, გრძელდება. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი დიდ მზადყოფნაშია PKK/YPG-ს ტერორისტების გასაწმენდად განსაკუთრებით, ტალ-რიფატის, მანბიჯის და აინ-ელ-არაბის ტერიტორიებზე. ამსი შემდეგ კი შესაძლოა ოპერაცია გაგრძელდეს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში. ანუ, თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ 900 კილომეტრიანი სირიის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხო ბუფერული ზონა შექმნას.



მსგავსი ინფორმაციები