თბილისში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი (YEE) აქტიურობს

2011 წლიდან დღემდე, ამ ინსტიტუტში თურქული ენა შეისწავლა 3 ათასამდე მოქალაქემ

1361873
თბილისში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი (YEE) აქტიურობს
gurcistan turkce.jpg
yunus emre gurcistan.jpg

თბილისში მოქმედი იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი (YEE), საქართველოში დაწყებული თურქული საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით, ხელს უწყობს როგორც თურქული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოებასაც. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გაკვეთილებს უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილ საკლასო ოთახებში გამოცდილი პედაგოგებისგან იღებენ, თურქული ენისა და კულტურის შესწავლის კარგი შესაძლებლობა აქვთ. ამჟამად მიმდინარე კურსებზე სწავლობს დაახლოებით 270 კურსანტი, ხოლო  2011 წლიდან ამ ინსტიტუტის კურსები დაასრულა და თურქული ენა შეისწავლა 3 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ. ეს ინსტიტუტი ერთის მხრივ პასუხობს და აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას თურქული ენისა და კულტურის შესწავლისადმი, ხოლო მეორეს მხრივ მხარს უჭერს საქართველოს უნივერსიტეტებში თურქოლოგიის განყოფილებებს და მის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ურთიერთობების განვითარებასაც  უწყობს ხელს. როგორც განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის ფაკულტეტის კათედრის გამგემ მარიკა ჯიქიამ,  სწორედ ხსენებული იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის წყალობით, სტუდენტებმა უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინეს თურქოლოგიის განყოფილების მიმართ.



მსგავსი ინფორმაციები